ქართველმა ოფიცერმა კიკბოქსინგში წარმატებით იასპარეზა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის G-2 დაზვერვის სამმართველოს ოფიცერმა, მაიორმა შოთა ბეთლემიძემ კიკბოქსინგის სარეიტინგო ტურნირზე წარმატებას მიაღწია. ერევანში გამართულ უნივერსალურ ორთაბრძოლაში ქართველმა ოფიცერმა ირანელი კიკბოქსინგის მსოფლიოს ჩემპიონი მეჰდი რინო რაჰმანი დაამარცხა.

„რინო რაჰმანი კიკბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელია და დგომში საკმაოდ შედეგიანად იბრძვის. ამიტომ, მასთან დასაპირისპირებლად სათანადო ტაქტიკის შერჩევისას, სწორედ, ეს ნიუანსი გავითვალისწინე და მეტოქის მუდამ პარტერში გადაყვანას და იქ უპირატესობის მოპოვებას ვცდილობდი. ცხადია, კმაყოფილი ვარ, რადგან ყველაფერი ჩემთვის სახეიროდ წარიმართა და გავიმარჯვე”, – აღნიშნა მაიორმა შოთა ბეთლემიძემ ტურნირში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.

მაიორ შოთა ბეთლემიძის დაპირისპირება უნივერსალური ორთაბრძოლების რინგზე წელს მეოთხედ გაიმართა. მანამდე მას გურამ ურიდია, თურქი სპორტსმენი სელიმ დემირკოლი და ირანელი ჰასან მირჰუსეინი ჰყავს დამარცხებული. ეროვნული გვარდიის ოფიცერი წლის ბოლოს მორიგ ასპარეზობას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები