კურტანიძემ ქუცნაშვილს „დედის წინ მორბენალ კვიცზე” ანდაზა შეახსენა – ვიდეო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინტერვიუს, რომელიც „ალიაში“ გამოქვეყნდა, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი უწოდა.

როგორც ლუკა კურტანიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ზაქარია ქუცნაშვილმა ხელფასებთან და პრემიებთან დაკავშირებით „ალიასთან“ ინტერვიუში მის თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ქუცნაშვილს შევახსენებ, რომ ერთი გუნდი ვართ და სამშობლოს გადასარჩენად ერთი გული დავდეთ. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი კომუნიკაციის გზით გუნდის შიგნით უნდა განიხილებოდეს და სააშკარაოზე მერე უნდა გამოვიტანოთ. ბატონო ზაქარია, თქვენი ინტერვიუ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია გუნდის წევრების მიმართ. ჩვენი გუნდი სამშობლოს გადასარჩენად გაერთიანდა და არა ხელფასისა და სხვა პრივილეგიისთვის. ეს საკითხი შეიძლებოდა რამდენიმე წლის წინ გაგხსენებოდათ და არა – რამდენიმე თვით ადრე, არჩევნებამდე. ნუ ეძებთ უკეთესს, რადგან ამ გუნდმა მოგიყვანათ იქ, სადაც ხართ და მათზე უკეთესს ვერ იპოვით. ქართული ანდაზა მახსენდება – „დედის წინ მორბენალი კვიცი, მგელმა შეჭამაო“. გთხოვთ, თანამებრძოლებს გაუფრთხილდით და მათ ნუ დაუპირისპირდებით“, – აღნიშნა კურტანიძემ ქუცნაშვილის მისამართით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები