თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კორეელ ხალხს მიუსამძიმრა
სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე საელჩოში მივიდა და საქართველოს თავდაცვის უწყების სახელით, სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტის, კიმ იონგ-სამის გარდაცვალების გამო, კორეელ ხალხს მიუსამძიმრა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი კიმ იონგ-სამი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი სამხრეთ კორეის რესპუბლიკის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას 1993-1998 წლებში იკავებდა.