საქართველოს პრეზიდენტი ბოსნია-ჰერცოგოვინის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარეს ეროვნულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბოსნია-ჰერცოგოვინის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარეს დრაგან ჩოვიჩს ქვეყნის ეროვნულ დღეს ულოცავს.

როგორც პრეზიდენტის მისალოც წერილშია აღნიშნული, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას.

„ჩემთვის დიდი პატივია, გულითადად მოგილოცოთ ბოსნია-ჰერცოგოვინის ეროვნული დღე. ამ ღირშესანიშნავ დღეს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები ბოსნია-ჰერცოგოვინის მეგობარი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, – ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები