დავით ნარმანია ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს პირადად წარუდგენს

დედაქალაქის საკრებულოს ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტი დეკემბერში წარედგინება.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ის საკრებულოს კორექტირებულ ბიუჯეტს პირადად წარუდგენს.
„დეკემბერში, როგორც ეს კანონით არის დადგენილი, ვაპირებ, რომ მე პირადად მივიტანო ბიუჯეტი, როგორც ეს შარშან გავაკეთე. ერთი მხრივ, ანგარიში გავუკეთო დეპუტატებს იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რაც განვახორციელეთ წინა ბიუჯეტის ფარგლებში. ასევე, გააცნო ის პროექტები, რომლებიც იქნება გარდამავალი. საუბარი მექნება ახალ პროექტებზეც“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, საკრებულოს დეპუტატებისგან მიღებულ შენიშვნებს, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მათი გათვალისწინება შეძლებისდაგვარად მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები