შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ევროკომისიის წარმომადგენელი ეწვია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის, სამოქალაქო დაცვის პოლიტიკის მიმართულების საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსს რობერტო სჩილიროსს უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი იყო ევროკომისიასა და სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება. შეხვედრაზე სააგენტოსა და ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის გენერალურ დირექტორატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება გადაწყდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს და ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ევროპის სამოქალაქო დაცვის მექანიზმებთან დაახლოებას და მისი შესაძლებლობების გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები