დავით ბაქრაძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრა გამართეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულება, საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები