დავით ბორჩაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დაკავებულ დავით ბორჩაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის 13 იანვრამდე პატიმრობაში დარჩება.
აღკვეთის ღონისძიების პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა, სადაც ბრალდებული ცეცხლნასროლი ჭრილობის გართულების შედეგად მკურნალობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს. ბორჩაშვილი საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები