დიმიტრი ქუმსიშვილი საბერძნეთის ეკონომიკის სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიას დაესწრო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი საბერძნეთის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ნაოსნობისა და ტურიზმის სამინისტროს გენერალურ მდივანს, იოანის თეოტოკას შეხვდა. საუბარი შეეხო თანამშრომლობას საზღვაო სფეროში და ქართველი მეზღვაურების საბერძნეთის დროშის ქვეშ მომუშავე გემებზე დასაქმებას.
„ჩვენ ვაცნობეთ აღნიშნულ ქვეყანას იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში საზღვაო მიმართულებით განხორციელდა”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.