„წმინდა გიორგი არის ჩვენთვის სიმბოლო სიყვარულის და სიკეთის გამარჯვების“ (ფოტოკოლაჟი)
წმინდა გიორგი არის ჩვენთვის სიმბოლო სიყვარულის და სიკეთის გამარჯვების, ბოროტების დამარცხების. მინდა, ყველას გისურვოთ, ბოროტების დამარცხება სიკეთით და სიძულვილის – სიყვარულით, ერთიანობით. მხოლოდ ამით შეგვიძლია, გავაერთიანოთ საკუთარი ერი და სამშობლო”, – ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული.
პრემიერ-მინისტრი ქაშუეთის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა. პრემიერმა პატრიარქს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა და მართლმადიდებლებს დღევანდელი დღე მიულოცა.