პრეზიდენტმა მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული ბოლნისიდან მიულოცა – ფოტოკოლაჟი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტის ადმინიტრაციის წევრებთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა გიორგის სახელობის წუღრუღაშენის ტაძარში წირვას დაესწრო. პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაული მოსახლეობას ბოლნისიდან მიულოცა.
“გიორგობის დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო ამ უძველესი, წუღრუღაშენის ტაძრიდან, რომელშიც ჩვენ, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენის სიძლიერეს და ჩვენი გამარჯვებების წინაპირობას ვხედავთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
წუღრუღაშენი, XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. წმიდა გიორგის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ეკლესია ბოლნისის რაიონში მდებარეობს.