„მესამე სივრცე“ გორის თეატრში
გორში ერისთავის თეატრის ორგანიზებით, კიდევ ერთი, ახალი თეატრალური დარბაზი გაიხსნა. „მესამე სივრცე“ თეატრისთვის მე-3 ექსპერიმენტული სცენა იქნება, სადაც რეჟისორები შეძლებენ, განახორციელონ ნებისმიერი სახის კრეატიული იდეა, ექსპერიმენტი თუ ინოვაცია. სივრცე საშუალებას იძლევა, არა მარტო მიიღოს 70 მაყურებელი, არამედ განათავსოს იგი რეჟისორის შეხედულებისამებრ სცენის წინ, უკან თუ ირგვლივ. მობილურია ასევე სცენაც. რეჟისორმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ „მესამე სივრცე“ ჩეხოვის „ალუბლის ბაღით“ გახსნა. სპექტაკლისთვის კომპოზიტორმა მამუკა მეგრელიშვილმა სპეციალურად დაწერა მუსიკა.