საფრანგეთის პოლიციამ „ტვიტერში“ მესამე ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა

საფრანგეთის პოლიციამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ კიდევ ერთი პირის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც „სტად დე ფრანსის“ სტადიონთან შეტევაში მონაწილეობდა. პოლიცია მოუწოდებს ყველას, რომ ამ ტერორისტის შესახებ სამართალდამცველებს ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს. რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის სამართალდამცველებმა სტადიონთან მომხდარ ტერაქტში მონაწილე კიდევ ერთი თვითმკვლელის ფოტო გამოაქვეყნეს. მისი იდენტიფიცირება ამ დროისთვის არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილს – იდლიბ მოჰამად ალ აჰმადის პასპორტი ჰქონდა, პოლიციელებს ეჭვი ეპარებათ, რომ საბუთები, მართლაც, დაღუპულ ტერორისტს ეკუთვნოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები