ნიუ-ორლეანში მომხდარი სროლის შედეგად 16 ადამიანი დაიჭრა

სულ მცირე 16 ადამიანი დაიჭრა აშშ-ს ქალაქ ნიუ-ორლეანში მომხდარი სროლის შედეგად. ტელეარხ WWLTV-ის ცნობით, სროლა წვეულების შემდეგ მოხდა. ორმა უცნობმა პარკ Bunny Friend-ის მახლობლად სროლა ატეხა, სადაც 500 ადამიანი მუსიკალური ვიდეოკლიპის გადაღებაში მონაწილეობდა. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები