შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულ პირთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2015 წლის 22 ნოემბერს, ცივი იარაღის ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 238-ე პრიმა მუხლი) დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი – ორჯერ ქურდობისთვის, ერთხელ ძარცვისთვის და ასევე, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის არაერთხელ დაჯარიმებული და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შოთა ქ. სამართალდამცველებმა ბრალდებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა იზოლატორში შეყვანის შემდეგ სხეულზე ნაკაწრების სახით თვითდაზიანება მიიყენა. ასევე, მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ პირის ღრუში დამალული ჰქონდა ე.წ. ბრიტვის ნატეხი, რომელიც გადაყლაპა.
აღნიშნულ ფაქტზე მოხდა შესაბამისი რეაგირება, სამართალდამცველებმა ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფი და დაკავებული ბადრაგის თანხლებით სტაციონარში გადაიყვანეს. წინასწარი სამედიცინო გამოკვლევით დადგინდა, რომ შოთა ქ-ს არ ჰქონდა არანაირი საგანი გადაყლაპული, ხოლო დამატებით საჭირო გამოკვლევებზე, მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც შოთა ქ. სტაციონარიდან გაეწერა. ბრალდებული ამ დროისთვის მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში. ის 24 -საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საჭიროების შემთხვევაში, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა. შოთა ქ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები