გიგლა აგულაშვილი „ბუნებრივი ტყე ჩემს რეგიონში“ – ნახატების გამოფენას დაესწრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გალერეა „უნივერსში“, „ბუნებრივი ტყე ჩემს რეგიონში“ – ნახატების გამოფენას დაესწრო.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, გამოფენა ტყის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლის 1000-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. დღესვე, კონკურსის – „ჩემი ტყე“ 12 გამარჯვებული ნახატის ავტორი დაჯილდოვდა. ეკობანაკის 1-კვირიანი საგზური და სხვა პრიზები „ეკოხედვას“ მოსწავლეებს გადაეცათ.
კონკურსი „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით (ENPI) მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის – მეორე ფაზა (FLEG II)”ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა /EcoVision“ მიერ ჩატარდა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული FLEG II პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების დახმარებას ტყის მართვის გაძლიერების სფეროში სატყეო პოლიტიკის, კანონმდებლობისა და ინსტიტუციონალური მოწყობის გაუმჯობესების მეშვეობით. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) აღმოსავლეთ რეგიონში, შვიდ ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში და რუსეთის ფედერაციაში. პროგრამა ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ, ბუნების დაცვის მსოფლიო მსოფლიო ფონდთან (WWF) და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირთან (IUCN) ერთად. გამოფენას გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და FLEG II პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები