თბილისის მერია ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს შენიშვნებს გაითვალისწინებს

თბილისის მერია 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენიშვნებს გაითვალისწინებს, – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა.
მისი თქმით, დოკუმენტზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
“მომავალი წლის ბიუჯეტის საკითხზე მუშაობენ ჩემი მოადგილეები და შესაბამისი სამსახურები. მომდევნო კვირიდან მე თვითონაც უფრო აქტიურად ჩავერთვები პროცესში. ყველა პროექტსა და პროგრამას გავივლი, რაზეც შენიშვნები და წინადადებები წამოვიდა საკრებულოდან, იმისათვის, რომ მაქსიმალურად რაციონალურად შევძლოთ მეტი წინადადების ასახვა და შესაბამისად, ბიუჯეტის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები