მალის დედაქალაქის სასტუმროში, სადაც მძევლები აიყვანეს, 8 ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ
სულ მცირე 8 ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა მალის დედაქალაქ ბამაკოს სასტუმრო „რედისონში“, სადაც პარასკევს მოძრაობა „ალ მურაბიტუნის“ „ბოევიკებმა“ მძევლები აიყვანეს. ამის შესახებ „ფრანს-პრესი“ იუწყება. სპეცოპერაციის შედეგად გადარჩენილთა შორის იყვნენ ბელგიის, ჩინეთის, თურქეთის, აშშ-ის, ალჟირის, საფრანგეთის და ინდოეთის მოქალაქეები.
ასევე ცნობილი გახდა, რომ თავდასხმის დროს ჩინეთის და მალის მოქალაქეები დაიღუპნენ. დღეს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ შეტევის შედეგად დაიღუპა რუსეთის ორი მოქალაქე. შეგახენებთ, რომ ტერორისტებმა პარასკევს მალის დედაქალაქის სასტუმრო „რედისონში“ მძევლად აიყვანეს 170 ადამიანი. მძევლები სპეცრაზმმა შტურმის შედეგად გაათავისუფლა.