ირაკლი ღარიბაშვილი: ბერნარდ კუშნერი საქართველოში განსაკუთრებული სტუმარია
ბერნარდ კუშნერი ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, აგვისტოს ომის დროს, ძალიან რთულ ვითარებაში, როგორ იდგა მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ომის წინა ხაზზე. ეს ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბერნარდ კუშნერი საქართველოში განსაკუთრებული სტუმარია.
“მინდა განსაკუთრებით მივესალმო განსაკუთრებულ სტუმარს ბერნარდ კუშნერს. ადამიანს, რომელიც ჩვენ – ყველას კარგად გვახსოვს, აგვისტოს ომის დროს ძალიან რთულ ვითარებაში როგორ იდგა მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ომის წინა ხაზზე და ინაწილებდა იმ რისკებს და საფრთხეებს, რომელიც მაშინ მომდინარეობდა, როცა ბომბები ცვიოდა ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, ეს ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება. ეს არის მისი გამბედაობის და მისი განსაკუთრებული სოლიდარობის გამოხატვა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღნიშნული განცხადებები პრემიერ – მინისტრმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” განაცხადა, სადაც გლობალური კონფერენცია “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო” მიმდინარეობს.