თურქეთში პარიზის ტერაქტთან დაკავშირებული სამი პირი დააკავეს

სააგენტო „როიტერი“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთში პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებული სამი პირია დაკავებული. სამართალდამცველი ორგანოების ხელში აღმოჩნდა ბელგიის მოქალაქე, წარმოშობით მაროკოელი აჰმედ დაჰმანი. ის ქალაქ მანავგატეში მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთ სასტუმროში ცდილობდა დარეგისტრირებას. კიდევ ორი პირი დაჰმანის უნდა შეხვედროდნენ და მასთან სირიაში უსაფრთხო დაბრუნების დეტალები შეეთანხმებინათ.
პოლიციის ინფორმაციით, თურქეთის საზღვარი მათ გაყალბებული საბუთებით გადაკვეთეს.
შეგახსენებთ, რომ პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა. ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში ამის შემდეგ ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები