ჩინეთის მაღაროში ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა
21 მაღაროელის ცხედარი აღმოაჩინეს ჩინეთის ჰეილუნცზიანის პროვინციის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი ხანძრის შემდეგ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაღაროში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. ერთი მაღაროელი ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მთლიანად ხანძრის მომენტში მიწისქვეშ 38 მაღაროელი იმყოფებოდა. 16-მა მათგანმა მაღაროდან ამოსვლა მოახერხა. ამჟამად ჩინეთის სამართალდამცველი ორგანოები ხანძრის მიზეზებს იძიებენ.