ახალ ზელანდიაში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
ახალ ზელანდიაში ტურისტულმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. მის ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. შვიდივე დაიღუპა. კატასტროფა ახალი ზელანდიის ვესტლენდის ნაციონალურ პარკში, ფოქსის მყინვარის მახლობლად მოხდა. მის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად ცუდ ამინდს ასახელებენ. ასევე ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო მაშველები კატასტროფის ადგილს. ვერ უახლოვდებიან. ვერტმფრენი კომპანია Alpine Adventures-ის ეკუთვნოდა, რომელიც ტურისტულ ფრენებს ახორციელებს