ტერორისტული საფრთხის გამო ბრიუსელში მეტრო დაიხურა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დღეს მეტრო დაიხურა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის სამართალდამცველმა ორგანოებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოაცხადა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბრიუსელის მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს სთხოვეს, ხალხის შეკრების ადგილებში ფრთხილად იყვნენ „ძალზე სერიოზული“ საფრთხის გამო. საფრანგეთის და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ტერორისტების ნაწილი, რომელთაც 13 ნოემბერს პარიზში ტერაქტი მოაწყო, ბრიუსელში ცხოვრობდა. ამ ქალაქში ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდების შედეგად ცხრა ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს უკვე წარუდგინეს ბრალი ტერაქტების მოწყობასა და ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები