ერაყის უსაფრთხოების ძალებმა საბავშვო სათამაშოებში ჩამონტაჟებული ბომბები აღმოაჩინეს

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ათეულობით სათამაშო თოჯინა აღმოაჩინა, რომლებშიც ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო ჩამონტაჟებული. უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელთა თქმით, ბომბებს „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ შიითი პილიგრიმების წინააღმდეგ ამზადებდნენ.
ერაყის სამართალდამცველებმა ასაფეთქებლები ბაღდადში აღმოაჩინეს და გაანადგურეს. სპეცსამსახურების ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები თოჯინების დაყრას ბაღდადს და კარბალას შორის გეგმავდნენ, სადაც დეკემბერში მილიონობით მომლოცველი შიითი მუსულმანი იკრიბება რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად.

12282864_10204916593746221_383534851_n   12283290_10204916593626218_843121042_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები