არსებული ინფორმაციით, მალის სასტუმროში 18 მძევალი და 2 ტერორისტი დაიღუპა
მალის დედაქალაქში სასტუმროდან მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა. ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების ცნობით, გარდაცვლილია სულ მცირე 18 მძევალი და 2 ტერორისტი. მოკლულებს შორისაა ბელგიის ერთ-ერთი რეგიონის პარლამენტის წევრი.
შეიარაღებული ტერორისტები სასტუმროში ადგილობრივი დროით, დილის ექვს საათზე შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.
მათ რამდენიმე ადამიანი მოკლეს, რის შემდეგაც შენობის მეშვიდე სართული დაიკავეს. ტერორისტებმა სასტუმროს 30–მდე თანამშრომელი და 140 სტუმარი, რომელთა შორის უმეტესობა უცხოელი ტურისტი იყო, მძევლად აიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით 10-მდე „ბოევიკი“ მალის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმრო Radisson Blu-ს თავს დაესხა. მათ 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა”ალ მურაბიტუნმა ” აიღო. ეს დაჯგუფება „ალ – ქაიდასთან“ არის დაკავშირებული.