“ლიტვას ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციასთან დაკავშირებით მოსკოვთან თანამშრომლობა არ სურს”

Lithuania's President Dalia Grybauskaite waves as she celebrates with her supporters after wining Lithuania's presidential election in Vilnius, May 25, 2014. Lithuania's 'Iron Lady' Dalia Grybauskaite scored an unprecedented second term in a presidential runoff held amid widespread apprehension over a resurgent Russia. AFP PHOTO / PETRAS MALUKAS (Photo credit should read PETRAS MALUKAS/AFP/Getty Images)
ვილნიუსს ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციასთან დაკავშირებით მოსკოვთან თანამშრომლობა არ სურს, – ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა და მიზეზად საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პოლიტიკა დაასახელა.
“ისლამისტების წინააღმდეგ კოალიციაზე საუბრისას მსურს, შეგახსენოთ, რომ უკვე არსებობს ე.წ. დასავლური კოალიცია, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოს” ებრძვის და ლიტვა მასში მონაწილეობს. ლიტვა არ ჩაერთვება რამე ახალ კოალიციაში, სადაც რუსეთი მონაწილეობს ან სურს მონაწილეობის მიღება. რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული აქვს სხვა ქვეყნების ტერიტორიების ნაწილი და პირდაპირაა ჩართული სამხედრო ქმედებაში საქართველოსა და უკრაინაში”, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები