მალიში ტერორისტების მიერ აყვანილი მძევლები გაათავისუფლეს

მალის დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო „რედისონ ბლუში“ ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დასრულდა.
როგორც BBC მალის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, ტერორისტების მიერ აყვანილი მძევლები სპეციალური დანიშნულების რაზმმა გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს დილით 10-მდე „ბოევიკი“ მალის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმრო “რედისონ ბლუს” თავს დაესხა. მათ 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს.
ოფიციალური მონაცემებით, შემთხვევის დროს სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი ჯარისკაცი დაიჭრა. მალის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმროზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ალ-მურაბიტუნმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები