საკრებულოს დეპუტატებმა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მუნიციპალიტეტის მერისთვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი განიხილეს და დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მუნიციპალიტეტის მერისთვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
აღნიშნული საკითხი სხდომაზე საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ წარადგინა.
ჯაბა სამუშიას თქმით, დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ დასკვნები და წინადადებები საკრებულოს ყველა კომისიამ და ფრაქციამ შეიმუშავა, რომლებიც საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნასთან და ბიუჯეტის პროექტთან ერთად დედაქალაქის მერიას დაუბრუნდება.
„საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, შემდგომი რეაგირებისათვის 2016 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დაბრუნებას მიზანშეწონილად მიიჩნევს“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ და აღნიშნა, რომ დაბრუნების შემდეგ, ქალაქის მთავრობასთან ბიუჯეტის საბოლოო კორექტირების მიზნით კონსულტაციები დაიწყება.
აღნიშნული საკითხის შემდეგ დეპუტატებმა დღეს კენჭი უყარეს და დადებითად გადაწყვიტეს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად – გივი კუბლაშვილის, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსად – ნოდარ ჭიჭინაძის, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსად – ირაკლი გვილავას, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსად – ნინო სულხანიშვილის და მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად გიორგი ბაგრატიონის დანიშვნის საკითხები.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა კენჭისყრის შედეგად დადებითად გადაწყვიტეს მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლად ნოდარ ტურძელაძის დანიშვნაც.
დღევანდელ სხდომაზედეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების დამტკიცების წესი დაამტკიცეს, რომელიც საკრებულოს წევრებს მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ წარუდგინა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ასევე “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები