მალიში სასტუმროზე თავდამსხმელთა ვინაობა ცნობილია

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ალ-მურაბიტუნმა“ მალის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმროზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ეს დაჯგუფება „ალ ქაიდასთან“ არის დაკავშირებული.
მალიში შტურმის დროს სამი „ბოევიკი“ დაიღუპა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია სამი დაღუპული მძევლის შესახებ.
„ალ მურაბიტუნის“ ბაზა მალის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მასში ძირითადად ქვეყნის არაბი ეროვნების მოსახლეობა შედის.
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს დილით 10-მდე „ბოევიკები“ მალის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმრო Radisson Blu-ს თავს დაესხა. მათ 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს. მოგვიანებით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მძევლების ნაწილი გათავისუფლებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები