პარიზელი ისლამისტის ვიდეომიმართვა – „ვუტიროთ დედა იმ განავალს, რომელიც ჩვენს რელიგიას აბინძურებს“

საფრანგეთის მოქალაქე, ისლამის მიმდევარი ბასემ ბრეკი ფრანგ მუსულმანებს მიმართავს და მათ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ყველა მორწმუნე მუსულმანი უნდა გაერთიანდეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მათ რელიგიას აბინძურებს და მათი რელიგიის სახელით ადამიანებს ხოცავს.
“ამ ვიდეოს ვიწერ იმის გამო, რომ უკვე ყელში ამოვიდა ეს ტერაქტები და იმის ყურება, თუ როგორ „გვერხევა“. თითქოს არაფერია და მივდივართ სამოქალაქო, იდეოლოგიების ომისკენ. მე მივმართავ საფრანგეთის ყველა მუსულმანს: დავიცვათ ჩვენი მშვენიერი რელიგია. დავედევნოთ იმ გამყალბებლებს, რომლებიც ხალხს მუსლიმების სახელით ხოცავენ. ერთ რამეს ვიძახი: ამას ვერ მოაგვარებს ვერც ხელისუფლება და ვერც უშიშროება… ეს მხოლოდ ჩვენ, მუსულმანებს შეგვიძლია. ჩვენ, მათ ვინც მეჩეთში დავდივართ და რომლებიც რესპუბლიკის ღირებულებებს ვიზიარებთ, ამის მოგვარება გვევალება. სწორედ ჩვენზეა ამ ბო**შვილების დევნა. უნდა ვაცნობოთ ხელისუფლებას მცირე საეჭვო ფაქტებიც შესახებაც კი. ეს არ იქნება ჩაშვება. პირიქით, ამ “ჩამშვები არ ვარ” მენტალიტეტის გამო, ხვალ, ის ტიპი თავს ჩვენი დედების და დების გვერდით აიფეთქებს.
ჩვენ საფრანგეთის მუსლიმებმა, ვინც ამ რელიგიას გულით ვატარებთ და ვინც ვიზიარებთ ისლამის, როგორც მშვიდობის რელიგიის პრინციპებსა და ღირებულებებს, ჩვენ თვითონ უნდა ვუტიროთ დედა იმ განავალს, რომელიც ჩვენს რელიგიას აბინძურებს. ის ხალხი, ვინც ისლამს ნაკლებად იცნობს და მეჩეთში არ დადის, ამას ვერ მოახერხებს, რადგან ეს მათთვის რთული და დაუსრულებელი სამუშაო იქნება. ჩვენ თვითონ უნდა ავუჯანყდეთ, თუნდაც არაფერი გვჭირდეს თავის სამართლებელი, რადგან ჭკვიანმა ხალხმა ისედაც იცის, რომ ეს არ არის ისლამი.
ესენი ჩვენი მისახედია. სადაც კი გავიგონებთ ისლამის სახელით საეჭვო ლაპარაკს, იქვე ვუპასუხოთ და იქვე მოვუმტვრიოთ ყბა, რადგან გამოსავალი მხოლოდ ჩვენგან შეიძლება იქნეს ნანახი, მუსულმანების შიგნიდან, რადგან ისინიც, სამწუხაროდ, იგივე სალოცავებში დადიან, სადაც ჩვენ. მათი დევნაც ჩვენზეა, საფრანგეთის მუსულმანებზე, რომლებიც ისლამის და რესპუბლიკის ღირებულებებს ვიზიარებთ.
ყელში ამოვიდა ეს… ფსევდო-მუსულმანები, რომლებიც 2 მილიარდ მუსულმანს სვრიან. მათი ქმედებების გამო გინდათ თუ არა, ამალგამა ყოველთვის იქნება, ყოველდღე. როცა სამსახურისთვის CV-ს გააგზავნით, თუ პატარა წვერი გექნებათ, მას გვერდზე გადადებენ. ამის უამრავი მაგალითი იქნება. შესაბამისად, ნუ დავმუნჯდებით, ნუ დავყრუვდებით და ნუ დავბრმავდებით. გამოსავლი ჩვენ უნდა ვიპოვოთ, საფრანგეთის მუსულმანებმა“, – აცხადებს ბასემ ბრეკი.

https://www.youtube.com/watch?v=YY-q5dicGKE

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები