„ედინაია როსიას“ სხდომაზე პუტინი გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ ულან-უდეში პარტია „ედინაია როსიას“ წევრი ალექსანდრე პუტინი გარდაიცვალა. მამაკაცი პირდაპირ პარტიის სხდომაზე, სავარაუდოდ, ინფარქტს ემსხვერპლა.
პუტინი ბურიატიის დედაქალაქში „ედინაია როსიას“ ორგანიზაციის ერთ-ერთ ქვედა რგოლს ხელმძღვანელობდა. შემთხვევა სხდომის დროს მოხდა, რომელიც ულან-უდეს მერიის შენობაში მიმდინარეობდა.