სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა
13-14 ივნისის თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებული იულია ვარდიაშვილის ოჯახი 38-ეა, ვინც ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. სვანიძის 13 ნომერში მცხოვრები ვარდიაშვილების 10-სულიანმა ოჯახმა თანხის ანაზღაურებაზე თანხმობა საბაზრო ღირებულების მიხედვით განაცხადა. სტიქიის შედეგად დაზარალებულ 38 ოჯახს სულ, ჯამში, 10 372 303 ლარი ჩაერიცხა.