ჯონ კერი: აშშ-ს “ისლამური სახელმწიფოს” განეიტრალება უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე ეს “ალ-ქაიდას” შემთხვევაში იყო

აშშ-ს ,,ისალმური სახელმწიფოს” განეიტრალება უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე ეს ,,ალ-ქაიდას” შემთხვევაში იყო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა.
,,ჩვენ “ალ-ქაიდასთან” ბრძოლა 2001 წელს დავიწყეთ, შევძელით ბინ ლადენისა და სხვა მეთაურების ლიკვიდაცია. ვიმედოვნებთ, რომ ,,ისლამური სახელმწიფოს” შემთხვევაში, ეს უფრო სწრაფად მოხდება და ჩვენ ამის შესაძლებლობები გვაქვს”, – აღნიშნა კერიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯიჰადისტებმა მუქარის შემცველი მორიგი ვიდეორგოლი გაავრცელეს. ე.წ. ისლამური სახელმწიფო თეთრი სახლის აფეთქებით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ “ფოქსნიუსი” ავრცელებს. “ჩვენ “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული ვიდეოს ფრაგმენტები მივიღეთ, რომელშიც ორი უცნობი მამაკაცი აშშ-ს ემუქრება. ისინი აცხადებენ, რომ საფრანგეთი პირველი იყო, მომდევნო კი ვაშინგტონი იქნება”, – აცხადებს ტელეკომპანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები