ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ჭიათურის მაღაროში აფეთქება მოხდა. როგორც „კვირას“ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ წერეთელმა განუცხადა, შემთხვევის დროს მაღაროში ცვლის უფროსი და ამფეთქებელი იმყოფებოდნენ. მაჟორიტარის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორივე მათაგანი დაშავდა. დაზარალებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„საბედნიეროდ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები კი ჭიათურაში „ჯეოჰოსპიტალსის“ სავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთს მხედველობა უჭირს“, – განაცხადა მალხაზ წერეთელმა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები