მუხიანში ავტომობილმა რამდენიმე ხე მოგლიჯა და ამოტრიალდა

 

მუხიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „კვირას“ თვითმხილველმა განუცხადა, „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე ხე მოგლიჯა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 3 პირი მსუბუქად დაშავდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები