ბერნარდ კუშნერი საქართველოში ჩამოვიდა – ფოტოკოლაჟი

გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარდ კუშნერი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანგ სტუმარს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და გლობალური ალიანსის პრეზიდენტი ჟან ელი მალკინი დახვდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბერნარდ კუშნერის ვიზიტი საქართველოში 3 დღეს გასტანს. ამ დროის განმავლობაში მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები მთავრობის წევრებთან, სამედიცინო საზოგადოებასა და სტუდენტებთან.
ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგია და მასთან დაკავშირებული საკითხები.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროსა და გლობალური ალიანსის ერთობლივი პროექტის მართვის საბჭოს სხდომა 20 ნოემბერს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება. სხდომაზე წარდენილი იქნება გლობალური ალიანსის მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები.
გლობალური ალიანსი ჯანდაცვის საერთაშორისო ექპერტების ჯგუფია, რომელიც სამინისტროს კონსულტაციას უწევს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების საკითხებში.
21 ნოემბერს კი გლობალური კონფერენცია „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში-საქართველო და მსოფლიო“ გაიმართება. კონფერენციაზე ერთ-ერთი მომხსენებელი ბერნარ კუშნერი იქნება.

11248881_1087646407921691_4812738466076347014_n 12227802_1087646517921680_1088782613416312955_n 12235144_1087646417921690_370798359921555740_n 12239671_1087646611255004_2139413096269799686_n 12241208_1087646414588357_928034995646512096_n 12249753_1087646511255014_4902228426910139905_n 12279193_1087646607921671_5455733297798158480_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები