„საქართველო – გულუხვი სულის მქონე ქვეყანა“- Travel Ideas -ში საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა
ცნობილ სამხრეთაფრიკულ გამოცემა Travel Ideas-ში სამხრეთ აფრიკული კომპანიიის Unique Destinations-ის დამფუძნებელმა სათაურით: „საქართველო – გულუხვი სულის მქონე ქვეყანა“ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, 2016 წლიდან, კომპანია Unique Destinations-ი სამხრეთ აფრიკიდან საქართველოში რეგულარული ტურისტული ტურების ორგანიზებას იწყებს, რომელიც აქცენტირებული იქნება სამხრეთ აფრიკელთათვის საქართველოს უნიკალური კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ბუნების გაცნობაზე.