თეიმურაზ მურღულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიმართულების სტუდენტებს შეხვდა და სამინისტროს ხედვა, გარემოსდაცვითი პოლიტიკა, პრიორიტეტები და დაგეგმილი აქტივობები გააცნო. თეიმურაზ მურღულიამ სტუდენტებს გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე, მათი პროფესიის მნიშვნელობასა და სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივებზე ესაუბრა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში, ქვეყანაში გარემოსდაცვითი პროფესიების საჭიროებისა და მოთხოვნის ზრდის საკითხს. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებმა მინისტრის მოადგილისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე სამინიტროს მოსაზრებები მოისმინეს.