აჭარის პოლიციის თანამშრომლები მეწყერის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარნენ

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მეწყერის შედეგად დაზარალებულ, სოფელ ვაშლოვანის მაცხოვრებლებს დახმარება გაუწიეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელები აღნიშნულ ოჯახებს, მათთვის ხულოში დროებით გამოყოფილ საცხოვრებლებში გადასვლაში და პოლიციის მანქანებით საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების გადატანაში დილიდან ეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები