ბოსნიაში ისლამისტმა ორი სამხედრო მოსამსახურე მოკლა
ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ჯარისკაცი მოკლა. თავდასხმა ერთ-ერთი საბუკმეკერო ოფისის გვერდით მოხდა.
ჯარისკაცების მკვლელობის შემდეგ ამ მამაკაცმა ცეცხლი ავტობუსს გაუხსნა და მისი მგზავრები და მძღოლი დაჭრა. ამის შემდეგ მან ერთ-ერთ სახლს შეაფარა თავი. როდესაც პოლიციამ ამ სახლს ალყა შემოარტყა, აფეთქების ხმა გაისმა. ბოროტმოქმედმა თავი მოიკლა. ტერორისტის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ადგილობრივი ანტიტერორისტული სტრუქტურების ინფორმაციით, ის „ისლამისტურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა.