საფრანგეთის ნაციონალური კრება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს განიხილავს
საფრანგეთის ნაციონალური კრების დეპუტატები დღეს დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავენ ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმის გაგრძელების საკითხს. პარლამენტარები საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გაგრძელებას გეგმავენ. ასევე დეპუტატები გეგმავენ საგანგებო მდგომარეობის შესახებ 1955 წელს მიღებული კანონის შეცვლას, რომელიც „თანამედროვე გამოწვევებს არ პასუხობს“.
ახალი პროექტის მიხედვით, დაგეგმილია იმ ზომების გაფართოება, რომლის გამოც შინა პატიმრობაში იმ პირთა აყვანა გახდება შესაძლებელი, რომლებიც ნაციონალური უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ასევე, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი გახდება იმ ასოციაციების და გაერთიანებების დახურვა, რომლებიც ქვეყნისთვის საშიშ ქმედებებს ახალისებენ. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ შემოიღეს. საფრანგეთის კანონდებლობის მიხედვით, ამ რეჟიმის დაწესება მხოლოდ 12 დღით არის შესაძლებელი.