ნიგერიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ნიგერიის ქალაქ კანოში მომხდარი ტერაქტის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ადგილობრივ ბაზარში აიფეთქა თავი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადების წარმომადგენლები. ცოტა ხნით ადრე ტერაქტი მოხდა ნიგერიის ქალაქ იოლაში, სადაც 32 ადამიანი დაიღუპა. ნიგერიაში მოქმედებს ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული. მას შემდეგ, რაც ნიგერიის არმიამ ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებიდან „ბოკო ჰარამის“ მიერ ადრე აღებული ტერიტორიები დაიკავა, ამ დაჯგუფებამ სამოქალაქო ობიექტებზე, კერძოდ კი მეჩეთებზე და ბაზრებზე შეტევები გააძლიერეს.