პირი, რომელმაც პარიზის ტერაქტებს ორგანიზება გაუწია, ლიკვიდირებულია
პირი, რომელმაც პარიზის ტერაქტებს ორგანიზება გაუწია, ფრანგმა სამართალდამცველებმა მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Independent-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აბაუდი პარიზში დღეს განხორციელებული სპეცოპერაციისას მოკლეს.
პარიზში, 13 ნოემბერს, გვიან ღამით, მასობრივი ტერორისტული შეტევა მოხდა. დაახლოებით 45 წუთში ტერორისტებმა 129 ადამიანი მოკლეს, ხოლო 350 დაიჭრა. ტერაქტები პარიზის ორ ნაწილში მოხდა. პირველი და შემდეგ კიდევ ორი აფეთქება პარიზის შემოგარენში, ადგილობრივი დროით 21.16-ზე, „სტად-დე-ფრანსის“ სტადიონთან მოხდა, სადაც იმ დროს ფეხბურთში გერმანია-საფრანგეთის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. ამავე დროს, ტერორისტები პარიზის მე-10 და მე-11 ოლქებში თავს დაესხნენ რამდენიმე დაწესებულებას, მათ შორის „ბატაკლანის“ თეატრს, სადაც როკ-კონცერტი მიმდინარეობდა.