თბილისში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა

თბილისში ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც, მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაშავდა.
ამასთან, ავტოავარიისას მეორე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
ადგილზე ამ დროისთვის საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური მუშაობს.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები