ესტონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი გერმანიაში ავარიულად დაეშვა

ფრანკფურტიდან ტალინის მიმართულებით მიმავალი ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თვითმფრინავი ბერლინის “თეგელის” აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი მფრინავის კაბინაში საქარე მინაზე გაჩენილი ნაპრალი გახდა.
ბორტზე 150 ადამიანთან ერთად ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი იმყოფებოდა, რომელიც შვეიცარიიდან, სამშობლოში ბრუნდებოდა. იგი ციურიხის უნივერსიტეტში სიმპოზიუმს ესწრებოდა.
ამ დროისთვის უცნობია, როდის შეძლებს თვითმფრინავი რეისის შესრულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები