ვერტმფრენმა, რომელშიც „Coca-Cola“-ს მენეჯერები იმყოფებოდნენ, კატასტროფა განიცადა
ვერტმფრენი, რომელშიც კომპანია „Coca-Cola“-ს ორი მენეჯერი იმყოფებოდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.
“ლაიფნიუსის” ინფორმაციით, შემთხვევა ნიკარაგუაში, მდინარე სან-ხუანის რაიონში მოხდა.
მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენში ასევე ნიკარაგუის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანტონიო ლაკაიო იმყოფებოდა.
ბორტზე სულ 4 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი მათგანის ცხედარია ნაპოვნი, ხოლო დანარჩენები დაკარგულად ითვლებიან.