სენ-დენის ტერორისტებს საფრანგეთის პოლიციამ ნაგვის ყუთში ჩაგდებული ტელეფონით მიაგნო

საფრანგეთის პოლიციამ სენ-დენის რაიონში მყოფ ტერორისტებს „ბატაკლანის“ თეატრთან ნაპოვნი მობილური ტელეფონით მიაგნო. ეს ტელეფონი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ტერორისტს ეკუთვნოდა. ამ აპარატიდან ტერორისტმა 13 ნოემბერს მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნა: „ჩვენ გამოვედით და ვიწყებთ“.
სწორედ ამ შეტყობინებით გახდა შესაძლებელი ტერორისტების კონსპირაციული ბინების დადგენა სენ-დენიში და საფრანგეთის სხვა ქალაქებში.
სპეცოპერაცია საფრანგეთის პოლიციამ 18 ნოემბრის დილით დაიწყო. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია შვიდი ტერორისტი, ორი დაიღუპა, მათ შორის ერთმა – თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი მოიკლა. მსუბუქი ჭრილობა მიიღო ხუთმა პოლიციელმა. ასევე ტერორისტებმა პოლიციის ძაღლი მოკლეს, რომელიც შტურმის დროს ბინაში პირველი შევარდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ორმხრივი სროლის დროს ბრმა ტყვიას ქუჩაში მოსიარულე ემსხვერპლა. სპეცოპერაციის ძირითადი მიზანი პარიზის ტერაქტების ორგანიზატორის – აბდელჰამიდ აბაუდის დაკავება იყო, მაგრამ სენ-დენიში ის ვერ აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები