პარიზის შემოგარენში სპეცოპერაცია დასრულდა, ერთმა ტერორისტმა მიმალვა შეძლო (ფოტოკოლაჟი)

პარიზის სენ-დენის შემოგარენში პოლიციური სპეცოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ ტელეარხი BFMTV ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. ოპერაციის შედეგად ხუთი ადამიანი დაკავებულია, სამი ტერორისტი, მათ შორის ერთი ქალი – ლიკვიდირებული.
„ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ერთმა ტერორისტმა მიმალვა შეძლო. ამავე ინფორმაიცის მიხედვით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა. პროკურატურის ინფორმაციით, სამი ტერორისტი ბინაში დააკავეს, ხოლო ორი – სახლთან ახლოს.
„მიმდინარეობს მათი ვინაობის დადგენა“, – განაცხადა პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენმა. სპეცოპერაციის მიზანი 13 ნოემბრის ტერაქტების ორგანიზატორის აბდელჰამიდ აბაუდის დაკავება იყო. ფრანგული ტელეარხების ინფორმაციით, სპეცოპერაციის რაიონში სროლის ხმა ისმოდა. ერთმა პოლიციელმა მსუბუქი ჭრილობა მიიღო. სენ-დენიში, პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფების გარდა, საჯარისო ფორმიერებებიც არის შეყვანილი. ანტიტერორისტული ოპერაციები ბელგიასა და გერმანიაშიც მიმდინაროებს.

12242106_10204903719504373_1141553019_n 12243880_10204903719544374_802102990_n 12248689_10204903719464372_545326674_n 12270212_10204903719344369_805176016_n  12204543_10204903739984885_918574717_n 12233116_10204903739624876_1221863793_n 12242268_10204903740024886_392841988_n 12243603_10204903739784880_1603227648_n 12243895_10204903739944884_1625678892_n 12244098_10204903739904883_1061246133_n 12244223_10204903740064887_1962401637_n 12248640_10204903739464872_261068174_n 12270036_10204903740104888_13531171_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები