ფეხმძიმე ქალი, რომელიც მდინარე ძირულაში გადავარდა, გარდაცვლილი იპოვეს
ზესტაფონში, მდინარე ძირულაში 24 წლის ფეხმძიმე ქალის სამაშველო – სამძებრო ღონისძიება დასრულებულია. როგორც “კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველებმა ის წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობდა, მდინარე ძირულაში გადავარდა. მასში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისხდნენ. ორმა მათგანმა მანქანიდან თავის დაღწევა შეძლო. აღნიშნული შემთხვევა გუშინ მოხდა.