თინა ხიდაშელი: ვაპირებ, ჯარს მივცე პრემიები
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჯარისთვის პრემიების გაცემას აპირებს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ხიდაშელის თქმითვე, პრემიებს მხოლოდ საქართველოს შეირაღებული ძალებისთვის გასცემს.
“ჯართან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ სიუპრიზი არ იყოს მერე – ვაპირებ, ჯარს მივცე პრემიები, ოღონდ საქართველოს შეირაღებულ ძალებს, მხოლოდ და მხოლოდ, ვიცე-პოლკოვნიკამდე რანგის მატარებელ სამხედრო მოსამსახურეებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ამაზე პროტესტი არ ექნებათ”, – განაცხადა ხიდაშელმა.